შპს „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და დღესდღეობით წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს თავიანთ საქმიანობაში, გავუჩინოთ მოტივაცია, რათა სოფლის მეურნეობას მეტი ხალისით და ენთუზიაზმით ემსახურონ, საკუთარ მიწაზე მოიყვანონ ქართული მოსავალი, რომელიც მათი კეთილდღეობის საფუძველი და ფინანსური გარანტი გახდება.
ჩვენი წარმატების საიდუმლო პროდუქციის ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობაა: